დასახელება: საინფორმაციო შეხვედრა დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის
მიზანი: ჩართული მხარეების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის
სამიზნე ჯგუფი: ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების (პარტია/საარჩევნო ბლოკი/საინიციატივო ჯგუფი) წარმომადგენლები
განხორციელების პერიოდი: 16 ოქტომბერი, 2020 წელი
განხორციელების ადგილი: შეხვედრა დისტანციურ ფორმატში ჩატარდა
მონაწილეთა სტატისტიკა: საინფორმაციო შეხვედრა ორ სესიად ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღო 29 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 45 წარმომადგენელმა (მათ შორის ქალი - 27, კაცი - 18) და 15 საარჩევნო სუბიექტის 20 წარმომადგენელმა (მათ შორის ქალი - 11 , კაცი - 9).