საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

17.09.2020
ბეჭდვა

2020 წლის 13 ივლისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 44 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ მიმართულებაზე: „ამომრჩეველთა ინფორმირება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებისთვის“.

კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებაზე.

აღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ღონისძიებები უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესსა და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უსაფრთხო პროცედურების საკითხებზე, საარჩევნო უფლებებსა და მათი რეალიზების  პროცედურაზე (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით), აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩევლების (მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლების) აქტივობის ზრდას საარჩევნო პროცესში.

თემატიკის მიზნიდან გამომდინარე, დაფინანსებული საგრანტო პროექტები განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა) 2020 წლის 25 სექტემბრიდან - 25 ოქტომბრის პერიოდში. პროექტების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გრაფიკი განთავსებულია პროექტების რუკაზე. გრაფიკი ასევე მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia