საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

07.09.2020
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ტრენერები უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას. 

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საკანონმდებლო სიახლეებისა და კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გაცნობის მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს მათი პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშწყობას. ამასთან, განიხილეს პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩასატარებლად განსახორციელებელი ღონისძიებები.

ტრენერთა ტრენინგები 2020 წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. კურსის ფარგლებში 190 ტრენერი გადამზადდება, რომლებიც სწავლებას სამ ნაკადად გაივლიან. ტრენინგებს სწავლების ცენტრის თანამშრომლები ატარებენ.

მონაწილეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებისთვის შემუშავებულ მოდულებს, მათ შორის:

  • დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები;
  • საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები;
  • ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა, პანდემიასთან დაკავშირებით.

გადამზადებული ტრენერები 3657 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგებს ოთხ ეტაპად ჩაუტარებენ. დეტალური გრაფიკები გასაჯაროვდება ეტაპობრივად.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia