საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოში ევროპის საბჭოს (CoE) ოფისთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი საარჩევნო დავების საკითხებზე

07.08.2020
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან (სწავლების ცენტრი) თანამშრომლობით, საქართველოში ევროპის საბჭოს (CoE) ოფისმა უზრუნველყო ტრენერთა ტრენინგის ორგანიზება თემაზე - „საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“. ტრენინგები 2020 წლის 6-7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის, აუდიტის დეპარტამენტის და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საქართველოში ევროპის საბჭოს (CoE) ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ გახსნეს.

ევროპის საბჭოს (CoE) ოფისის მიერ ექსპერტებად მოწვეულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ნანა დარასელიამ და შოთა გეწაძემ, ტრენინგის მონაწილეებთან განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები დემოკრატიული არჩევნებისთვის; საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები; საარჩევნო ადმინისტრაციის და საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიმოხილვა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი საარჩევნო დავებზე. პროგრამაში ექსპერტად ჩართულმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ვიცე-პრეზიდენტმა ჩედ ვიკერმა კი მონაწილეებს გაუზიარა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.

განხორციელებული სატრენინგო პროგრამის მიზანია საარჩევნო ადმინსტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. გადამზადებული ტრენერები მომდევნო ეტაპზე საარჩევნო დავებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს.

ღონისძიება ევროსაბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia