2020 წლის 15 ივლისს, სწავლების ცენტრში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას 2020 წლის 13 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი და მისი განხილვის პროცედურები, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საგრანტო პროექტების განმხილველი საკონკურსო კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული ექსპერტები.