ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სოციალური მედიის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
მონაწილეებმა შეხვედრების მიმდინარეობისას სოციალური მედია პლატფორმების სპეციფიკაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით არსებული სიახლეები და წარმატებული მაგალითები განიხილეს.
25 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში გამართულ შეხვედრებში ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 10 თანამშრომელი მონაწილეობდა.