საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“

12.03.2020
ბეჭდვა

2020 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ უზრუნველსაყოფად სწავლების ცენტრმა ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებისგან დაკომპლექტებული ტრენერთა კორპუსის (102 ტრენერი) გადამზადება სწავლების ცენტრში გამართული პრაქტიკული სწავლებისა და ასევე, დისტანციურად ჩატარებული ინსტრუქტაჟის ფორმატში განხორციელდა.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საჯარო სკოლებში განსახორციელებელი ხუთ დღიანი საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის შემდეგი ძირითადი საკითხების გაცნობას: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები, გენდერული თანასწორობა, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ახალგაზრდების მონაწილეობით დებატების მოწყობას არჩევნებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კურსის ბოლოს, პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, განსაზღვრულია მოსწავლეების ჩართულობით იმიტირებული არჩევნების ჩატარება, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს, ცესკოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს ამ პროგრამის ჩატარება გათვალისწინებული იყო 19 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომებიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის საჯარო სკოლებში პროექტის განხორციელება შეჩერებულია.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia