საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 5 მარტის №16/2020 განკარგულებით თანხმობა მისცა სწავლების ცენტრის დირექტორს, „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე.
კომისია დაკომპლექტდა შესაბამისი გამოცდილების მქონე აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით.
საგრანტო საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრში წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას წინასწარ ობიექტურად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
საგრანტო კონკურსის პროცესი გამჭვირვალეა. სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და კონკურსის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ამასთან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მოთხოვნის შესაბამისად.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.