2020 წლის 12 თებერვალს სწავლების ცენტრმა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გამართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას 2020 წლის 6 თებერვალს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი და მისი განხილვის პროცედურები, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საგრანტო პროექტების განმხილველი საკონკურსო კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული ექსპერტები.