საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი პროექტისთვის „საარჩევნო განვითარების სკოლა“

11.02.2020
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პროექტისთვის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ტრენერთა (ToT) მომზადება დაიწყო. ტრენინგის დაწყებამდე, მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიესალმა. „საარჩევნო განვითარების სკოლა”, რომელიც წელს პირველად ზამთარშიც გაიმართება, 17-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს თანამშრომლები სწავლებას 10-13 თებერვლის ჩათვლით გადიან და შემდგომ „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სასწავლო კურსს წარუძღვებიან. საარჩევნო განვითარების სკოლები 8 ქალაქში - თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიხსნება. 18-დან 25 წლის ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებს შეისწავლიან.

ტრენერთა გადამზადებას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ. კურსის გავლის შემდეგ, ტრენერები ახალგაზრდებს საარჩევნო განვითარების სკოლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეასწავლიან, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მუდმივად ვითარდება და წელს სასწავლო კურსს შემდეგი საკითხები დაემატა: ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.

პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia