2019 წლის 18 თებერვალს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 47 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.
ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები მიზნად ისახავდა 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იყო ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე.
თემატიკის მიზნიდან გამომდინარე საგრანტო პროექტები განხორციელდა იმ 7 არეალის შესაბამისად, სადაც გაიმართა საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები, კერძოდ მთაწმინდის, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ხულოს, საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქები.
ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსებული 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები კი ითვალისწინებდა ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იყო ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დაფინანსებული საგრანტო პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა).
2019 წლის 18 თებერვლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:
საკონკურსო თემატიკა - ამომრჩეველთა ინფორმირება 2019 წლის მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის
საკონკურსო თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა