საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფასილიტატორებმა 2012 წლის 9 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრენინგები ჩაატარეს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებისათვის. ტრენინგი გაიარა სასწავლო ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეულმა 174-მა ტრენერმა, რომლებიც თავის მხრივ ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.