EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის სემინარები განხორციელდა

2019 წლის 26 ნოემბრიდან - 6 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სწავლების ცენტრმა პარტნიორ 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელა პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელმაც მოიცვა:

  • თბილისში მდებარე 6 უნივერსიტეტი - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი,  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • რეგიონებში მდებარე 5 უნივერსიტეტი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები 2 საათიანი სემინარების ფარგლებში არჩევნების არსისა და საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხებს გაეცნენ. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საინფორმაციო ხასიათის პროექტში  მონაწილეობა 486-მა სტუდენტმა მიიღო, მათ შორის ქალი - 375, კაცი - 111.

სწავლების ცენტრის აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არჩევნების თემის პოპულარიზებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.