საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

25.11.2019
ბეჭდვა

2019 წლის 25 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ დღემდე სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა თბილისში მოქმედ საგამოცდო ცენტრში, წელს კი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში და მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეერჩიათ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი.

გამოცდები ელექტრონული ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა  უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული ადგილას, თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამოცდის ჩაბარების მსურველთა საერთო რაოდენობამ  შეადგინა - 1122 (ქალი: 770, კაცი: 352), მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირდა - 785 მოქალაქე (ქალი: 522, კაცი: 263), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 337 მოქალაქე (ქალი: 248, კაცი: 89).

საგამოცდო პროცესი თბილისში 4 დეკემბერს, ხოლო ქუთაისში 5 დეკემბერს დასრულდება.

გამოცდა ტარდება მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა);
  • ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31 (N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი

იხილეთ გამოცდის ტესტები

 

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia