საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

15.11.2019
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. შეხვედრას როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ადმინისტრაციის ოთხწლიანი გეგმის პროექტი ცესკოს პრეს-სპიკერმა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული დაგეგმარების გუნდის ხელმძღვანელმა ანა მიქელაძემ წარუდგინა.

ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ კი ჯგუფის წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო; მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა მიმართულებით გეგმავს. ჯგუფის წევრებმა ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები და ინიციატივები დადებითად შეაფასეს; შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნულ აქტივობებთან და საქმიანობებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia