საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე

13.11.2019
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. შეხვედრას როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილიც ესწრებოდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა დღევანდელი შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა. 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტი ცესკოს პრეს-სპიკერმა და საარჩევნო ადმინიტრაციის სტრატეგიული დაგეგმარების გუნდის ხელმძღვანელმა ანა მიქელაძემ წარადგინა.

ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ ჯგუფის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის პროექტისა და შშმ პირთა მიმართულებით გასათვალისწინებელ საქმიანობებზე. დღევანდელ შეხვედრაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მისაწვდომი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი სამომავლო საქმიანობებიც დაიგეგმა.

ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, ცესკო იმედოვნებს, რომ მათი მოსაზრებები ხელს შეუწყობს შემუშავებული გეგმების დახვეწას და წარმატებით განხორციელებას.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia