საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ სტრატეგიული გეგმის პროექტი ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა

17.10.2019
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი გააცნო.  გეგმა, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობდა, შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წარუდგინა. მან, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაპირველად 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები გააცნო, ასევე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ახალ სტრატეგიულ გეგმას დაეთმო და ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესზე, ისე სტრატეგიული გეგმის  პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის სტრატეგიული პრიორიტეტები კი პროექტის მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება: 

  • საარჩევნო კულტურა და განათლება;
  • არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება;
  • საარჩევნო სერვისები და ტექნოლოგიები;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემო;
  • მართვის ეფექტიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება.

ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში, ცესკო იმედოვნებს, რომ მათი მოსაზრებები ხელს შეუწყობს შემუშავებული გეგმის დახვეწას და წარმატებით განხორციელებას.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia