სწავლების ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი საინფორმაციო - სასწავლო კურსი განახორციელა. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 - 2018 წლების არჩევნებისთვის დამკვირვებლებად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე გაამახვილეს ყურადღება.
ორ დღიანი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს არჩევნების შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა და მათთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
საინფორმაციო შეხვედრები 3 ნაკადად თბილისში, 2019 წლის 4 - 12 ივლისის პერიოდში გაიმართა და მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 62 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე).