2019 წლის 9 ივლისს დასრულდა 25 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.
საკონკურსო თემატიკაზე - „ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის“ სულ შემოსულია 55 საგრანტო პროექტი.
კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:
- საზოგადოებრივი დამცველი
- საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პრფესიული კავშირი
- ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის
- დემოკრატიული საარჩევნო ცენტრი
- კარგი მმართველობის ინსტიტუტი
- ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“
- ვეჟინი
- ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921
- ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის
- მედია ცენტრი კახეთი
- რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი
- დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი
- სოციალური დაცვის ლიგა
- კავშირი 21-ე საუკუნე
- ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
- საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი
- ტოლერანტობის სამყარო
- ასოციაცია მრავალეროვანი საქართველოს ქალები
- დემოკრატიული განვითარების ახალგაზრდული ცენტრი
- სამოქალაქო ფორუმი
- ჯანმრთელი სამყარო
- ქალი და განვითარება
- ხაშურის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა კავშირი
- თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია მეოთხე
- ქალთა და ბავშვთა უფლებებისთვის „თანადგომა“
- ქალთა ორგანიზაცია-კავშირი „პაროს“
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
- სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი
- საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია
- საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი
- შავი ზღვისა და ბალტიისქვეყნების ასოციაცია
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
- ნაბიჯი ხარაგაული
- დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
- მწვანე დედამიწა
- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
- სახელმწიფო და მოქალაქე
- დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი
- თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი
- სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
- განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
- Post-ალიონი
- გურიის განვითარების კავშირი
- რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“
- ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება „ლაზარე“
- ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის
- სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის
- სამოქალაქო სოლიდარობის ცენტრი ისანი
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია დეა
- ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
- ახალი სიტყვა
- ძლიერი საქართველოსთვის
- ჯერ საქართველო
- ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტი
- ფონდი აურეს
კონკურსის ფარგლებში, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.
არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრის პროაქტიულ თანამშრომლობას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.
ცხელი ხაზი: 261 21 11