საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერებისთვის

28.06.2019
ბეჭდვა

ცესკოში პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ტრენერებისთვის ტრენინგი (TOT) მიმდინარეობს. 3 დღიან სასწავლო კურსს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები გადიან, რომლებიც შემდგომ სასწავლო პროგრამას განახორციელებენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია უკვე მეხუთე წელია ახორციელებს პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე 10 დღიან სასწავლო კურსს გადიან.

ტრენერები სწორედ ზემოაღნიშნული სწავლებისთვის ემზადებიან და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადიან გადამზადებას, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა, უშუალო დემოკრატიის ფორმები, რეფერენდუმი და პლებისციტი, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება, ევროპის პარლამენტი, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების ისტორია საქართველოში. ToT-ს ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან.

ტრენინგი ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გახსნა და მონაწილეებთან სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საარჩევნო განვითარების სკოლა" წელს 15 ივლისიდან დაიწყება. 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ჩაუტარდებათ სწავლება. პროექტი ემსახურება სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

„საარჩევნო განვითარების სკოლა" ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენერთა ტრენინგი 26 ივნისს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia