საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის შესახებ

24.06.2019
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), სწავლების ცენტრის დირექტორს და ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ევროსაბჭოს ექსპერტებმა კვლევის ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციისათვის თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის (PGA) შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნეს. მათ ევროსაბჭოს ექსპერტების კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამონაწილეობივი გენდერული აუდიტი, მისი მიზნები და ამოცანები, ასევე თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, დასკვნები და რეკომენდაციები. ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძემ წარადგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ცესკოს პოლიტიკის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან, პროგრესთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრა ასევე მოიცავდა თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიის განხილვას, ასევე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესახებ მსჯელობას.

შეხვედრას ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, გენადი კოსიაკი უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ევროსაბჭოს ექსპერტების კვლევა თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის ILO-ს მიერ სერტიფიცირებულმა ფასილიტატორებმა ნინო ლილუაშვილმა და დაკო ბახტურიძემ წარადგინეს.

გენდერული აუდიტი ჩატარდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც მოიცავდა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დოკუმენტების ანალიზს, ინტერვიუებს თანამშრომლებთან და თანამონაწილეობით შიდაუწყებრივ სემინარს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia