2019 წლის 4 მაისიდან - 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განხორციელდა ტრენინგები N11 საგარეჯოს, N18 ახმეტის, N38 ადიგენისა და N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდა ერთ ეტაპად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ორ ეტაპად განხორციელდა.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, როგორიცაა:
სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:
ტრენინგი გაიარა 4 საოლქო საარჩევნო კომისიის 48 წევრმა, მათ შორის ქალი - 30; კაცი - 18
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:
I ეტაპის ტრენინგი გაიარა 9 საუბნო საარჩევნო კომისიის 97 წევრმა, მათ შორის ქალი - 84; კაცი - 13
II ეტაპის ტრენინგი გაიარა 9 საუბნო საარჩევნო კომისიის 101 წევრმა, მათ შორის ქალი - 86; კაცი - 15
ტრენინგებზე დასწრების დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.