საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის

10.05.2019
ბეჭდვა

2019 წლის 19 მაისს წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ტექნოლოგიები, კერძოდ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას მისცემს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით.

ელექტორატისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების მიზნით, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, 11-15 მაისის პერიოდში, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ჩატარდება ტრენინგები №57 ტყიბულის და №58 წყალტუბოს საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის.

საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები სწავლების ცენტრისა და ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლობით განხორციელდება.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდება ერთ ეტაპად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები სამ ეტაპად განხორციელდება.

ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე:

  • საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების გრაფიკი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ტრენინგების გრაფიკი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ტრენინგების გრაფიკი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ტრენინგების გრაფიკი.

გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიების წევრებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა  შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუქცია შეიმუშავა.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia