საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 10 მაისიდან იწყება IV ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას.
ტრენინგების ფარგლებში საუბნო კომისიების წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურების, კენჭისყრის შენობის დახურვის/ხმის დათვლის პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).
ტრენინგის მონაწილეები ასევე, გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები და არჩევნების უსაფრთხოება.
ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 20 ტრენერი უზრუნველყოფს. ტრენინგების IV ეტაპი დასრულდება 15 მაისს. ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე.