საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად 2019 წლის 4 მაისს ამოიწურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაციით, დაიგეგმა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
დამატებითი ტრენინგები გაიმართება 2019 წლის 9 მაისს. ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.