საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“

04.05.2019
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა, 2019 წლის 18-30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ტრენერთა მოსამზადებელი კურსი განახორციელა. პროგრამის ფარგლებში 111 ტრენერი გადამზადდა, რომლებიც, 6-17 მაისის პერიოდში, 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 145 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარებენ საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები, გენდერული თანასწორობა, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. სასწავლო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდების მონაწილეობით დებატების მოწყობას. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს სიახლეს სასწავლო პროგრამაში და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

კურსის ბოლოს მოსწავლეები იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia