საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 23-24 აპრილის პერიოდში, განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
I ეტაპის ტრენინგი გაიარა 393 საუბნო საარჩევნო კომისიის 987 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 628, კაცი - 359. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.