2019 წლის პირველი აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2019 წლის 11 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდაზე ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის ინსტრუქცია:
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესკოს შენობა).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2019 წლის 11 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)