2019 წლის 4 მარტს დასრულდა 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.
შემოტანილ იქნა 63 საგრანტო პროექტი, აქედან
პირველი მიმართულების თემატიკა - ამომრჩეველთა ინფორმირება 2019 წლის მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, სულ შემოსულია 29 საგრანტო პროექტი.
კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:
- ა(ა)იპ საქართველოს პრფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი
- ა(ა)იპ თავისუფალი არჩევანი
- ა(ა)იპ ლაჰილი
- ა(ა)იპ ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის
- ა(ა)იპ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია
- ა(ა)იპ ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული კავშირი
- ა(ა)იპ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
- ა(ა)იპ ტოლერანტობის სამყარო
- ა(ა)იპ მწვანე კავკასია
- ა(ა)იპ კავშირი 21-ე საუკუნე
- ა(ა)იპ უსაფრთხო განვითარების ხიდი
- ა(ა)იპ მწვანე დედამიწა
- ა(ა)იპ ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის
- ა(ა)იპ ფემინისტური ინიციატივების ფონდი
- ა(ა)იპ სახელმწიფო და მოქალაქე
- ა(ა)იპ ჩემი იმერეთი
- ა(ა)იპ რეგიონული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი
- ა(ა)იპ ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი
- ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“
- ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება „ლაზარე“
- ა(ა)იპ სამოქალაქო სოლიდარობის ცენტრი ისანი
- ა(ა)იპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“
- ა(ა)იპ ჯერ საქართველოსთვის
- ა(ა)იპ ახალი სიტყვა
- ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი მომავლის მზე
- ა(ა)იპ ახალგაზრდული ცენტრი საქართველო
- ა(ა)იპ პლატფორმა-სამოქალაქო ინიციატივა
- ა(ა)იპ შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების ასოციაცია
- ა(ა)იპ გურიის განვითარების კავშირი
მეორე მიმართულების თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სულ შემოსულია 34 საგრანტო პროექტი.
კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:
- ა(ა)იპ სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი
- ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი
- ა(ა)იპ ძლიერი საქართველოსთვის
- ა(ა)იპ მედია ცენტრი კახეთი
- ა(ა)იპ ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“
- ა(ა)იპ სოციალური დაცვის ლიგა
- ა(ა)იპ ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921
- ა(ა)იპ მრავალეროვანი საქართველოს ქალები
- ა(ა)იპ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- ა(ა)იპ ნოვაციო
- ა(ა)იპ ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
- ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია მეოთხე
- ა(ა)იპ ქალი და განვითარება
- ა(ა)იპ ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის
- ა(ა)იპ ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
- ა(ა)იპ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი
- ა(ა)იპ საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია
- ა(ა)იპ ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი
- ა(ა)იპ ქალთა ორგანიზაცია-კავშირი „პაროს“
- ა(ა)იპ ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი
- ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
- ა(ა)იპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
- ა(ა)იპ თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი
- ა(ა)იპ ნაბიჯი ხარაგაული
- ა(ა)იპ საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი
- ა(ა)იპ ტაძრელი
- ა(ა)იპ სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის
- ა(ა)იპ საქართველო მშვიდობისათვის
- ა(ა)იპ განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
- ა(ა)იპ Post-ალიონი
- ა(ა)იპ მოძრაობა განვითარებული მომავლისთვის
- ა(ა)იპ ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
- ა(ა)იპ მწვანე სექტორი
კონკურსის ფარგლებში, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.
არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრის პროაქტიულ თანამშრომლობას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.
ცხელი ხაზი: 261 21 11