2019 წლის 22 თებერვალს, სწავლების ცენტრში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას 2019 წლის 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი და მისი განხილვის პროცედურები, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საგრანტო პროექტების განმხილველი საკონკურსო კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული ექსპერტები.