სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის, 2019 წლის 1 აპრილიდან 10 აპრილამდე პერიოდში გათვალისწინებულია საარჩევნო მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენერის პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საარჩევნო პროფილით სასწავლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად პოტენციური ტრენერების რესურსის გამოვლენა-განვითარებას.
სწავლების ცენტრის მიერ პოტენციური ტრენერებისთვის შემუშავებული ოთხ დღიანი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია:
- პროფილური სწავლების ბლოკი - დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტების განხილვას და ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურულ საკითხებს;
- სპეციალიზირებული სწავლების ბლოკი - დაეთმობა ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებს (ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა; ტრენინგის პროგრამის დიზაინი; ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია; ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები; ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა; პრეზენტაციის და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები).
ზემოაღნიშნული პროგრამით ტრენინგების ჩატარებას მონაწილეებისთვის უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის წარმომადგენლები.
ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:
- პროგრამის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება. სასურველია პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს ტრენერად ან/და პედაგოგად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის სხვა პრაქტიკული გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სწავლების ცენტრის იურიდიული კლინიკის ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი.
- პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2019 წლის 15 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა (იხ. ბმული), რომელსაც დაერთვება შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ფოტოასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- ფოტოსურათი ზომით 3X4;
- საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, სწავლების ცენტრის იურიდიული კლინიკის ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატის ფოტოასლი (არსებობის შემთხვევაში).
- პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა განაცხადის შესაბამის გრაფაში უნდა მონიშნოს ძირითადი მუნიციპალიტეტი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, სწავლების ცენტრის შეთავაზების საფუძველზე განახორციელებს ტრენერის საქმიანობას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველს შეუძლია განაცხადში დამატებით მონიშნოს ალტერნატიული მინიციპალიტეტიც, სადაც, გარდა ძირითადი მუნიციპალიტეტისა, შეძლებს განახორციელოს ტრენერის საქმიანობა სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით.
- პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მიერ განაცხადში მითითებული მუნიციპალიტეტი და ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები:
საქართველოს რეგიონები
|
მუნიციპალიტეტი
(თვითმმართველი ქალაქი/თემი)
|
შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები
|
|
თბილისი
|
19
|
კახეთის მხარე
|
საგარეჯო
|
2
|
გურჯაანი
|
1
|
სიღნაღი
|
1
|
დედოფლისწყარო
|
1
|
ლაგოდეხი
|
1
|
ყვარელი
|
1
|
თელავი
|
2
|
ახმეტა
|
1
|
ქვემო ქართლის მხარე
|
რუსთავი
|
2
|
გარდაბანი
|
2
|
მარნეული
|
2
|
ბოლნისი
|
2
|
დმანისი
|
2
|
წალკა
|
1
|
თეთრიწყარო
|
1
|
მცხეთა-მთიანეთის მხარე
|
თიანეთი
|
1
|
მცხეთა
|
1
|
დუშეთი
|
1
|
ყაზბეგი
|
1
|
შიდა ქართლის მხარე
|
კასპი
|
1
|
გორი
|
2
|
ქარელი
|
1
|
ხაშური
|
1
|
სამცხე-ჯავახეთის მხარე
|
ბორჯომი
|
1
|
ახალციხე
|
1
|
ადიგენი
|
1
|
ასპინძა
|
1
|
ახალქალაქი
|
2
|
ნინოწმინდა
|
1
|
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე
|
ონი
|
1
|
ამბროლაური
|
1
|
ცაგერი
|
1
|
ლენტეხი
|
1
|
იმერეთის მხარე
|
ხარაგაული
|
1
|
თერჯოლა
|
1
|
საჩხერე
|
2
|
ზესტაფონი
|
2
|
ბაღდათი
|
1
|
ვანი
|
1
|
სამტრედია
|
1
|
ხონი
|
1
|
ჭიათურა
|
1
|
ტყიბული
|
1
|
წყალტუბო
|
2
|
ქუთაისი
|
3
|
გურიის მხარე
|
ოზურგეთი
|
2
|
ლანჩხუთი
|
1
|
ჩოხატაური
|
1
|
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
|
მესტია
|
1
|
აბაშა
|
1
|
სენაკი
|
1
|
მარტვილი
|
1
|
ხობი
|
1
|
ზუგდიდი
|
2
|
წალენჯიხა
|
1
|
ჩხოროწყუ
|
1
|
ფოთი
|
1
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
|
ბათუმი
|
1
|
ქედა
|
1
|
ქობულეთი
|
2
|
შუახევი
|
1
|
ხელვაჩაური
|
1
|
ხულო
|
2
|
- პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატურების შერჩევა მოხდება წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატურებს მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
- ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი მოიცავს კითხვებს საქართველოს კონსტიტუციიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ზოგადი უნარებიდან.
შენიშვნა:
- პროექტის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც ორიენტირებულია საარჩევნო მიმართულებით ტრენერების ახალი რესურსის გამოვლენა-განვითარებაზე, პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევისას არ განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც 2010-2018 წლებში იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში სწავლების ცენტრთან ტრენერის რანგში, ასევე საქართველოს ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლების/წევრების დოკუმენტაცია.
- არასრულყოფილად ან/და დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
- გასაუბრების ეტაპზე გადაყვანილ კანდიდატურებს, ვინც განაცხადში ტრენერის საქმიანობის განხორციელების არეალად, ძირითად მუნიციპალიტეტის სახით მიუთითა:
- თბილისი, რუსთავი, შიდა ქართლის ან მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება თბილისში;
- ქვემო ქართლის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი (გარდა რუსთავისა), გასაუბრება ჩაუტარდება ბოლნისში;
- კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება თელავში;
- სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება ახალციხეში;
- იმერეთის ან რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება ქუთაისში;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი (გარდა ფოთისა), გასაუბრება ჩაუტარდება სენაკში;
- ფოთი, გურიის მხარეში ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება ბათუმში.
- პროექტისთვის მონაწილეთა შერჩევის შედეგების ცნობება, მათ შორის ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპზე კანდიდატურების მოწვევის დაზუსტებული თარიღი, მონაწილეებთან პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით.
- შერჩეული მონაწილეებისთვის ოთხ დღიანი სასწავლო პროგრამის ჩატარება გათვალისწინებულია თბილისში. საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება და კვება, სასწავლო პროგრამის განხორციელების მანძილზე. პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ არ ანაზღაურდება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი (გასაუბრების დისლოკაციის მიხედვით პროგრამაში მონაწილობის მსურველი პირების და ტრენინგის ჩატარების დისლოკაციის მიხედვით მონაწილეების მგზავრობის ხარჯი).
- მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო პროგრამას, ჩაირიცხებიან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა რეზერვში. აღნიშნული საკადრო რესურსის გამოყენება, მათი თანხმობის საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად.
გრაფიკი:
- სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა:15 თებერვალი - 22 თებერვალი, 2019 წელი;
- დოკუმენტაციის განხილვა: 26 თებერვალი - 27 თებერვალი, 2019 წელი;
- ტესტირება და გასაუბრება: 1 მარტი - 24 მარტი, 2019 წელი;
- სასწავლო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევის შედეგები: 26 მარტი, 2019 წელი;
- სასწავლო პროგრამის „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“ განხორციელება: 1 აპრილი - 10 აპრილი, 2019 წელი.