საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არჩევნების საერთაშორისო დღე

07.02.2019
ბეჭდვა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილი სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამის ბენეფიციარ სტუდენტებს უმასპინძლა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე საქართველოში, რომელიც ერთი საუკუნის წინ ჩატარდა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზეც ისაუბრა.

„ეს სიმბოლური დამთხვევა, რომ ამ წლის თებერვალში ჩვენ აღვნიშნავთ ქართული არჩევნების ერთსაუკუნოვან ისტორიას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ჩვენთვის დღევანდელ ღონისძიებას. შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სწორედ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავს არჩევნების საერთაშორისო დღეს. ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში ჩვენი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ წამყვან მიზანს წარმოადგენს,“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან საუბრისას.

ახალგაზრდები გაეცნენ ცესკოს გამოფენას, რომელიც არჩევნების ისტორიას ასახავს და მიიღეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესების შესახებ. მათ ასევე დაათვალიერეს ცესკოს ბიბლიოთეკა, სადაც გაეცნენ საარჩევნო დოკუმენტებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ ჯილდოებს.

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა - არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს. ამ თარიღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების მიერ ყურადღების გამახვილებას იმ უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, რომელსაც თითოეული ქვეყნის მმართველობაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით ეყრება საფუძველი.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia