საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო საკითხთა მე-17 საერთაშორისო სიმპოზიუმი

01.02.2019
ბეჭდვა

საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიწვევით, სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ შუკაკიძემ საარჩევნო საკითხთა მე-17 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც განაში, ქ. აკრაში გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება საარჩევნო მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, განხორციელებული პროექტებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო. მნიშვნელოვანია, რომ სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე გაიმართა საერთაშორისო საარჩევნო კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია, სადაც საარჩევნო სფეროში არსებითი მიღწევებისთვის ჯილდო სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის და ინსტიტუციის წარმომადგენლებს გადაეცათ. 12 საარჩევნო ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენა საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტმა უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ამ საერთაშორისო კომიტეტის წევრია. კომიტეტის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: მაიკლ ბრუტერი - საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, ალბერტო გევარა კასტრო - მექსიკის ფედერალური სასამართლოს საარჩევნო ტრიბუნალი, პიერ გარონი - ევროპის საბჭო, მირანდა გრინსთრითი - განას ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების კოალიცია, უილიამ სვინი - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წინამორბედი პრეზიდენტი, მეთ გოქოლი - საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS).

სიმპოზიუმში სხავადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის, დისტანციურად ხმის მიცემის პროცედურის, ამომრჩევლის ბიომეტრიული იდენტიფიცირების, ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირებულობისა და საარჩევნო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის, საარჩევნო ადმინისტრაციების სანდოობის ზრდის, საარჩევნო პროცესში სოციალური მედიისა და ციფრული ტექნოლოგიების როლის საკითხებზე. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა თამარ შუკაკიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სერვისებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სიმპოზიუმი საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრისა (ICPS) და განას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 2019 წლის 26 – 31 იანვარს გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia