საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ცესკოში

19.12.2018
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა, რომელმაც საარჩევნო პროცესში  ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდის მიზნით 2018 წელს ცესკოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. თამარ ჟვანიას განცხადებით ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია გამოწვევების წინაშეც დგას, რომელთა გადაჭრაც არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ეფექტური იქნება.

ენობრივ ბარიერზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ჩართულობაზე საარჩევნო პროცესში, მათ ინფორმირებულობაზე ყურადღება გაამახვილა ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ პროცესში უმთავრესი ამომრჩევლის ინფორმირება და  საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს ინიციატივები და განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც ცესკოს ხელმძღვანელ პირებს დღეს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. აღნიშნულ რეკომენდაციებს ცესკოს წევრები 2019 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განიხილავენ. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 2019 წელი საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ რეკომენდაციების გათვალისწინების, გამოწვევების გადაჭრის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უნდა გამოიყენოს.

18 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia