საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 20-22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას.
ტრენინგების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა ხმის დათვლის პროცესზე, კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის შევსების ინსტრუქციაზე, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესზე, კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმებზე, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოებაზე. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიით ჩატარდა.
ჩატარებულ სატრენინგო სესიებს 7 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ (სულ - 64 დამკვირვებელი):
I ეტაპის ტრენინგები გაიარა 3648 საუბნო საარჩევნო კომისიის (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია) 9228 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 6898, კაცი - 2330. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.