ცესკოს სწავლების ცენტრმა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების/საინიციატივო ჯგუფების და პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
სწავლების ცენტრის, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება უზრუნველყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, IFES-ის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა.
საინფორმაციო შეხვედრები 2018 წლის 23-25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა 14 საარჩევნო სუბიექტის 47 წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის ქალი - 26, კაცი - 23. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.