ინფორმირებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა 23 ოქტომბერს გამართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების/საინიციატივო ჯგუფების და პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებთან.
ღონისძიება სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა, რომელმაც თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად თითოეული ჩართული მხარის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება უზრუნველყვეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან 24-25 ოქტომბერს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით IFES-ის ოფისში გაიმართება.