დასრულდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და ”დოიჩე ველეს” აკადემიის მიერ მედიის წარმომადგენლებისათვის ორგანიზებული ტრენინგი თემაზე ”არჩევნების გაშუქება”.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 15 მონაწილე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა „დოიჩე ველეს“ აკადემიის ექსპერტებმა ებერჰარდ ზუკერმა და იუტა ფომ ჰოფემ, არჩევნების ოპტიმალურ გაშუქებასთან დაკავშირებით, პრეს-რელიზების, წერილობითი განცხადებების, საარჩევნო პუბლიკაციების, პრეს-კონფერენციების ანალიზის მომზადებაში, მონაწილეები ასევე გაეცნენ პოლიტიკური კომუნიკაციის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა კი მონაწილეებს გააცნეს საქართველოში არჩევნების რეგულირება, დეტალურად მიმოიხილეს არჩევნების ძირითადი პრინციპები, არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩო და მედიის უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კენიჭისყრის დღის პროცედურებზე.
მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოები.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.