საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უზრუნველყოფისთვის შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრების ტრენინგი

22.10.2018
ბეჭდვა

2018 წლის 22 ოქტომბერს სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი სპეციალური ჯგუფის წევრებისთვის, რომლებიც, ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, უზრუნველყოფენ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მომზადება-გამართვას ბაგრამისა და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნებზე.

ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (საარჩევნო უბნის მოწყობა, საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების წესი)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა)
  • კენჭისყრის პროცესის ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები
  • საარჩევნო ბიულეტენების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეებმა განახორციელეს კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება.

სპეციალური ჯგუფის წევრები კენჭისყრის ჩატარებას უზრუნველყოფენ ცესკოს 2018 წლის 16 აგვისტოს N189/2018 განკარგულების შესაბამისად.

ტრენინგს დაესწრო 14 მონაწილე, მათ შორის ქალი - 4 და კაცი - 10.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia