საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

24.07.2012
ბეჭდვა

საგრანტო კონკურსის მიზანი

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებასა და მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას, მათ შორის, მედია საშუალებების როლის გააქტიურებას მათ მიერ ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

საგრანტო თემატიკა: 

I. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში

II. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო

შენიშვნა: 

არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება

  • „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე წლიურად გასაცემი საგრანტო თანხა არ აღემატება 118 300 (ას თვრამეტი ათას სამასი) ლარს.

თემა I. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში

საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზანს/მიზნებს და ასახავდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე, ენობრივი, რიგ შემთხვევაში ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების გათვალისწინებით.

ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს რელევანტურ საგანმანათლებლო, საინფორმაციო და არჩევნებში მათი აქტივობის ზრდის წახალისებაზე ორიენტირებულ კონკრეტულ ღონისძიებებს.

ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს ეთნიკურ ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

  • ახალგაზრდა ამომრჩევლებს
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს
  • ქალებს

სამიზნე ჯგუფებთან პროექტით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება, აღწერა (ადამიანური რესურსი, ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ეთნიკურ უმცირესობათა ენაზე საგანმანათლებლო მასალა და სხ.)

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 25 000 ლარისა    

ხანგრძლივობა:

2012  წლის 18 აგვისტოდან  - 2012 წლის 1 ოქტომბერი

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.

კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვალდებულია ჩაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.  

თემა II. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო

საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზანს/მიზნებს და ითვალისწინებდეს პროექტის განხორციელებას პარტნიორის სტატუსით წინასწარ განსაზღვრულ რეგიონულ მედია-საშუალებასთან/საშუალებებთან (თანამშრომლობაზე თანხმობის წერილი დაერთოს პროექტს).

პროექტი უნდა მოიცავდეს მედია პროდუქტის შექმნას (გადაცემების/სიუჟეტების/სტატიების ციკლი, რუბრიკები და სხ.), რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ამომრჩეველთა განათლებაზე, უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებისა და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობაზე, ორიენტირებული იქნება ისეთი საინფორმაციო სივრცის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩეველთა აქტივობის ზრდას.

ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

  • ახალგაზრდა ამომრჩევლებს
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს
  • ეთნიკურ ჯგუფებს
  • ქალებს

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

  • არაუმეტეს 4000 ლარისა - სატელევიზიო მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის
  • არაუმეტეს 3000 ლარისა - რადიო საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის
  • არაუმეტეს 2000 ლარისა - იმ ბეჭდურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
  • არაუმეტეს 1000 ლარისა - იმ ბეჭდურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
  • არაუმეტეს 1000 ლარისა - ინტერნეტ მედია საშუალებებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტისათვის

ხანგრძლივობა:

2012  წლის 18 აგვისტოდან  - 2012 წლის 1 ოქტომბერი

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.

კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვალდებულია ჩაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა)  განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი #1 შესაბამისად);

ბ)  საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება  (დანართი #2 შესაბამისად);

გ)  პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან  (2012 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი; 

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო  პროექტს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 24 ივლისი, 2012 წელი
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 24 ივლისიდან - 6 აგვისტოს ჩათვლით, 2012 წელი
  • პროექტების განხილვა:

თემა I. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში: 13 აგვისტო, 2012 წელი

თემა II. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო: 14 აგვისტო, 2012 წელი

  • კონკურსის შედეგები -14 აგვისტო, 2012 წელი
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 16 - 17 აგვისტო, 2012 წელი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:

  • საგრანტო კონკურსის გრაფიკში მითითებული საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის დაცვით, 10:00-17:00 საათამდე, (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი
  • წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD)

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად

კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www.electionreforms.ge 

შენიშვნა:

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად 2012 წლის 30-31 ივლისს, 14:00 საათზე, სწავლების ცენტრში გაიმართება ღია კარის დღე (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, მე-5 სართული)

საკონტაქტო პირი: გიორგი მონიავა - 591 19 55 25

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia