ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების და მსჯავრდებულების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 15-16 ოქტომბერს ცესკოს სწავლების ცენტრმა, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრთან თანამშრომლობით, განახორციელა საინფორმაციო-სასწავლო კურსი პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზება, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების, მსჯავრდებულების ინფორმირების წესი, საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურები.
აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები შემდგომ ეტაპზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას პენიტენციური დაწესებულებების სხვა თანამშრომლებისათვის.
მონაწილეებს გადაეცათ ცესკოს სწავლების ცენტრისა და პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოები.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი პენიტენციური სისტემის 28 თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის ქალი - 7, კაცი - 21. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.