საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 30 სექტემბერიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სწავლებას.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.