საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგებზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დასწრების სტატისტიკა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

28.09.2018
ბეჭდვა

2018 წლის 18 – 24 სექტემბრის პერიოდში, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა განახორციელეს სასწავლო პროგრამა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს გაეცნენ,  მათ შორის:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში;
  • არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე გაეცნენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო ხასიათის ინსტრუქციას, რომლის მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ეპიზოდური ინსცენირების ფორმატში, გააცნეს პირველი სხდომის გამართვის წესი და ხელმძღვანელი პირების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა.

ჩატარებულ ტრენინგებს 2 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის და 8 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ (სულ - 69 დამკვირვებელი):

  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი (OSCE/ODIHR);
  • ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი;
  • ახალგაზრდული ცენტრი- ჩვენი თაობა 1921;
  • ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი;
  • საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 24 სექტემბერს დასრულდა. სასწავლო პროგრამა გაიარა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის 827 წევრმა, მათ შორის ქალი - 536, კაცი - 291.

დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia