საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები გადაამზადა

26.09.2018
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები გადაამზადა. ტრენერთა ტრენინგი 4 – 25 სექტემბრის პერიოდში ხუთ ნაკადად განხორციელდა.

მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:

  • ტრენინგების ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კომისიების წევრთა პროფილური პროგრამებით სწავლებას (საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების დანარჩენი წევრები მიიღებენ მათი კომპეტენციის შესაბამის სპეციალიზირებულ ცოდნას);
  • ტრენინგების ადმინისტრირება - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ);
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენერთა კორპუსის 15 წარმომადგენელმა, 18 – 24 სექტემბრის პერიოდში, უზრუნველყო სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საარჩევნო სასწავლო პროგრამის ჩატარება  73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 30 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის პერიოდში 4 ეტაპად ჩატარდება, რასაც სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 181 ტრენერი უზრუნველყოფს.

დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia