სწავლების ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების კურსის განხორციელებას აგრძელებს.
აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.
2018 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგების II ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:
ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ტრენინგების მომდევნო ეტაპის განხორციელება ოქტომბრის თვეში იგეგმება.