ცესკოს სწავლების ცენტრმა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება უზრუნველყვეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა.
საინფორმაციო შეხვედრები თბილისში, 19 და 21 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 27 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 49 წარმომადგენელმა, მათ შორის ქალი - 26, კაცი - 23.
დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.