2018 წლის 21 სექტემბერს, სწავლების ცენტრში, 2018 წლის 17 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტების ხელმძღვანელებს გააცნეს ინფორმაცია "გრანტის გაცემის წესის" შესაბამისად, საგრანტო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენასთან და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.