საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხების შესახებ

07.09.2018
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვისა და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კაჭრეთში ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა. როგორც გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს სხვადახვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ საკუთარ ხედვა და გამოცდილება გავუზიარეთ. იმისათვის, რომ იყოს ერთგვაროვანი აღქმა კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმისა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. ასეთი მსჯელობა აუცილებლად შეუწყობს ხელს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სანდო და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას“ - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებში ჩართული თითოეული მხარის პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებას. მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ერთგვაროვანი მიდგომა რიგ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრა ცესკოს ინიციატივითა და სწავლების ცენტრის ჩართულობით, 6-7 სექტემბერს იმართება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia