ცესკომ და სწავლების ცენტრმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან - 5 სექტემბრის ჩათვლით განახორციელა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლის შესახებ და 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
ტრენინგები საარჩევნო ადმინისტრაციის რეგიონულ რესურსცენტრებში გაიმართა. მონაწილეებს გადაეცათ ამ პროგრამისთვის მომზადებული სახელმძღვანელოები.
ტრენინგი გაიარა 174 მონაწილემ, მათ შორის 105 ქალი, 69 კაცი.