სწავლების ცენტრის მიერ 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეორე მიმართულებაზე დაფინანსებულმა თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელა სასწავლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლის მიზანი იყო მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე; საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა. ასევე სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სასწავლო პროცესის მხარდაჭერა სურდოთარგმანის თანხლებით.
აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე 44 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 18 კვალიფიციური და 26 არაკვალიფიციური პარტიის) 1858 წარმომადგენელმა.